კომპანია “ვებკაფე” საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებისა და დროული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით აწესებს შემდეგ ცვლილებებს მოქმედ ხელშეკრულებაში:
წინასწარი გადახდა: ხელშეკრულების გაფორმებისას, პროექტის ღირებულების წინასწარი გადასახდელი თანხა, რომელიც აქამდე შეადგენდა 50%-ს, იზრდება 80%-მდე. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს რესურსების მობილიზებას, გუნდის დატვირთვის სწორად დაგეგმვას და პროექტების შეუფერხებლად შესრულებას.
ვადების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა:თუ დამკვეთი არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს (მაგ. ტექნიკური დავალების დაგვიანებით მიწოდება, რედაქციული პროცესის გაჭიანურება, დაგვიანებული კომუნიკაცია და ა.შ.), მას დაეკისრება ჯარიმა ყოველდღიურად პროექტის საერთო ღირებულების 15%-ის ოდენობით.
იმავე დროს, თუ ვადების გადაცილება ხდება შემსრულებლის (ანუ ჩვენი კომპანიის) პასუხისმგებლობით, შპს “ვებკაფე” აღიარებს პასუხისმგებლობას და დაეკისრება ჯარიმა პროექტის ღირებულების 15%-ის ოდენობით, რომელიც გამოჩნდება საბოლოო ანგარიშგებაში და შესაბამისი დაკლებით განხორციელდება.
ცვლილებების მიზანი: აღნიშნული პირობების ცვლილება განპირობებულია არაკეთილსინდისიერი დამკვეთების ქცევით, რომლებიც ვერ აფასებენ შემსრულებლის შრომასა და დროს. ხშირია შემთხვევები, როდესაც დავალებების გადმოცემა და პროექტზე კომუნიკაცია ხდება დაგვიანებით ან ხანგრძლივი შეფერხებით, რაც მნიშვნელოვნად ანელებს სამუშაო პროცესს და იწვევს რესურსების უსარგებლო დახარჯვას.
აღნიშნული პირობების დანერგვის მიზანია: • გაზრდილი პასუხისმგებლობა ორივე მხარისთვის; • სამუშაოების შეუფერხებელი მიმდინარეობა; • პროექტების დროული და ხარისხიანი ჩაბარება; • ჩვენი გუნდის შრომის და დროის დაცვა.
მიგვაჩნია, რომ თანასწორი პასუხისმგებლობა ხელს უწყობს თანამშრომლობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას და ქმნის ჯანსაღ პროფესიულ ურთიერთობას.