ზარის მოთხოვნა

ბლოგი

რატომ არა 500 ლარში?

ამ მოცემულ ბლოგში გვინდა გესაუბროთ გულრწფელად და გესაუბროთ იმ დეტალებზე თუ რა საფრთხის წინაშე აყენებთ თქვენს კომპანიას როდესაც (დეველოპერი) კონკრეტული ვებ-გვერდის აწყობაზე გთავაზობთ 500 ლარს როდესაც ბაზარზე გაცილებით დიდი ფასებია. გვინდა გესაუბროთ იმ მაკრეტინგულ ხრიკზე რასაც ისინი იყენებან მაგრამ არ ითვალისწინებენ იმ საფრთხეებს რაც სამომავლოდ აუცილებლად იჩენს თავს, არ ითვალისწინებენ ისნი და არ ითვალისწინებთ უმეტეს წილად თქვენც.

მოდი განვიხილოთ რა ჯდება WordPress-ზე საიტის აწყობა. განვიხილოთ ყველაზე მარტივი და იაფიანი ვარიანტი რომელიც NO CODE დეველოპერები იყენებენ. ვნახოთ ინტერნეტში თქვენთვის სასურველი თემა, გამოვიყენოთ ლიცენზირებული პლაგინები, დაახლოებით თემის ფასი იწყება 45$ დან. ავიღოთ Elementor Pro რადგან საიტზე შევამციროთ სხვა პლაგინების რაოდენობა. პროს ფასი 49% დაახლოებით მხოლოდ ეს ორი თემა და პლაგინი არის 300 ლარამდე და დეველოპერს რჩება 200 ლარი რომელსაც 2 კვირაზე მეტს ანდომებს გაკეთებას, როგორ
წარმოგიდგენიათ თქვენ? 200 ლარად აკეთებს? არა! ის იყენებს დაკრეკილ (განულებულ თემასა და პლაგინებს) რათა ის ხარჯები რაც ოფიციალურ წარმომადგენელთან უნდა გადაიხადოს ამით დაზოგოს. თვეების შემდეგ განულებული თემა ხარვეზდება რადგან დავირუსებულია, გამოცლილი აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაცვის სისტემა და თქვენი საიტი რისკის ქვეშ არის. დიდი შანსია რამოდენიმე თვის შემდეგ საიტი გაგიტეხონ ან ვირუსით გაივსოს. ჩვენ ბევრჯერ შევჯახებივართ მსგავს პრობლემას და გადაგვიბარებია მსგავსი ვებ-გვერდები რაც საბოლოოდ ახალი საიტის აწყობამდე მიდის. ამით კი ზარალდება თქვენი ბიზნესი რადგან მოგიწევთ ბიზნესის შეჩერება და ახალი ხარჯების გამოყოფა. ჩვენ გესაუბრებით რისკებზე და არ ვერევით თქვენს გადაწყვეტილებებში.

გაუზიარე მეგობრებს:

Facebook
ვებგვერდის დამზადება ტექნიკური მხარდაჭერა
დააფიქსირეთ მოთხოვნა და ჩვენ გადმოგირეკავთ